განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის შემთხვევების ნახევარზე მეტი უსიმპტომოა

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის შემთხვევების ნახევარზე მეტი უსიმპტომოა
8-04-2021, 18:19
ავტორი: ნინა ჯანგირაშვილი

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანების ნახევარზე მეტი უსიმპტომოა, - შესაბამის ინფორმაციას „სიენენი" ავრცელებს.

„2021 წლის მარტში, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანების 47%-ს ძლიერი სიმპტომები გამოუვლინდა, ხოლო 53% ჩივილები არ აღენიშნებოდა“, - ვკითხულობთ ქვეყნის ეროვნული სტატისტიკის ოფისის განცხადებაში.

ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 4,367,291 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 126,927 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 3,932,777 გამოჯანმრთელდა.

გაზიარება
მოინახულეს 69-ჯერ
კომენტარები