განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

გაბუნია - წამალზე ფასის მატება საკანონმდებლო სივრცეში უნდა გადავიტანოთ, მხოლოდ ჩვენ დონეზე ვერ მოგვარდება

გაბუნია -  წამალზე ფასის მატება საკანონმდებლო სივრცეში უნდა გადავიტანოთ, მხოლოდ ჩვენ დონეზე ვერ მოგვარდება
2-04-2021, 14:04
ავტორი: მარიამ ბაზალი

„წამალზე ფასის მატება არის კიდევ საყურადღებო ნიშანი, რომელიც საკანონმდებლო სივრცეში უნდა გადავიტანოთ. მხოლოდ ჩვენ დონეზე ამის მოგვარება ვერ მოხდება", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

გაბუნიამ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია შეაფას, სადაც მათ შორის, სამედიცინო სფეროში ფასების გაძვირებაზეც იყო საუბარი.

„ფასების მატება თავისთავად პრობლემურია. ჩვენ ქრონიკული დაავადებების მართვის პროგრამაშიც ფასების რევიზია და მომატება მოგვიხდა, იმისთვის, რომ ხელმისაწვდომობის პრობლემა არ შექმნილიყო. რაც შეხება აპარატურასა და პირადი დაცვის საშუალებაზე ფასების მატებას, ეს პრობლემაც მოიტანა ჩვენამდე ჯანდაცვის სექტორმა. კოვიდის პროგრამის ფარგლებში ანაზღაურება ხდება ფაქტიური ხარჯით, ამდენად პროგრამა ანაზღურებს იმ ნამატით, რა ნამატიც ზოგადად ბაზარზე შეინიშნება. სხვა დანარჩენ შემთხვევებში ტარიფიკაცია არის ის პროცესი, რომელზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ. ამას გარკვეული დრო დასჭირდება. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან საყურადღებო და გარკვეულწილად, მნიშვნელოვანი სიგნალი ჩვენთვის, რადგან ეფექტურობის გაუმჯობესების გარეშე გაგვიჭირდება, რომ ფასების ასეთ მზარდ მატებას ჯანდაცვის სისტემამ გაუძლოს. ფასების მატება მუდმივი პროცესია, არახალია და პროგრამებში ამ ფასების მატების პასუხად გარკვეული ცვლილებები ყოველთვის ხორციელდებოდა. ამაზე მიდის მუშაობა ახლაც, მიმდინარე პროცესია. რა თქმა უნდა, არ უნდა დავუშვათ ის, რომ ხელმისაწვდომობა გაუარესდეს. წამალზე ფასის მატება არის კიდევ საყურადღებო ნიშანი, რომელიც საკანონმდებლო სივრცეში უნდა გადავიტანოთ. მხოლოდ ჩვენ დონეზე ამის მოგვარება ვერ მოხდება", - განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მარტის თვეში ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით ფასები 3.6 პროცენტითაა მომატებული.

გაზიარება
მოინახულეს 70-ჯერ
კომენტარები