ჩეხეთი კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს ამკაცრებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
აღნიშნული ქვეყანაში კორონავირუსის ე.წ ბრიტანული შტამის შემთხვევებს უკავშირდება.
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პარასკევს განაცხადა, რომ შეზღუდვების ახალი სერია აუცილებელია „მოქალაქეების სიცოცხლის დასაცავად“.
მანვე აღიარა კორონავირუსის მართვისას დაშვებული შეცდომები და მოქალაქეებს რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა.
მედიის ინფორმაციით, დამატებითი შეზღუდვები ძალაში ორშაბათიდან შევა და სამი კვირის განმავლობაში იმოქმედებს.
ჩეხეთი კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს ამკაცრებს
27-02-2021, 17:36
ავტორი: მერი ტაბატაძე
გაზიარება
მოინახულეს 100-ჯერ