განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

შალვა ნათელაშვილი - სანამ არ „დაახვევენ“ ხელისუფლებიდან, აქ ვიდგებით

შალვა ნათელაშვილი - სანამ არ „დაახვევენ“ ხელისუფლებიდან, აქ ვიდგებით
26-02-2021, 18:20
ავტორი: სალომე მამნიაშვილი

„სანამ არ „დაახვევენ“ ხელისუფლებიდან, ჩვენ აქ ვიდგებით“, -  ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თავი მოიყარა საზოგადოებამ, რომელიც დაწყებულ საქმეს მიიყვანს ბოლომდე.

„მოიყარა თავი ღირსეულმა ქართულმა საზოგადოებამ, რომელიც დაწყებულ საქმეს მიიყვანს ბოლომდე და ამ პარაზიტებისაგან გაწმენდს ჩვენ სამთავრებო კაბინეტებს. ოპოზიციის გეგმები, სანამ არ დაახვევენ ხელისუფლებიდან და არ გამოაცხადებენ ახალი არჩევნების რიცხვს და არ გამოუშვებენ პოლიტ პატიმრებს ჩვენ აქ ვიდგებით და არ დავიშლებით“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

გაზიარება
მოინახულეს 312-ჯერ
კომენტარები