განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ზაფხულამდე „კოვიდპასპორტების“ შემოღებას გეგმავენ

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ზაფხულამდე „კოვიდპასპორტების“ შემოღებას გეგმავენ
26-02-2021, 14:02
ავტორი: მერი ტაბატაძე

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ზაფხულამდე „კოვიდპასპორტების“ შემოღებას გეგმავენ, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა მეთაურების საგანგებო სამიტის შემდეგ განაცხადა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საკითხთან დაკავშირებით მიდგომის შემუშავებას სამი თვე დასჭირდება.

წევრ ქვეყნებს „კოვიდპასპორტთან“ დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები აქვთ. საფრანგეთი და გერმანია ჯერჯერობით ინიციატივისთვის მხარის დაჭერას არ ჩქარობენ. მათი განცხადებით, მსგავსი ტიპის დოკუმენტის შექმნა ჯერჯერობით ნაადრევია.

გაზიარება
მოინახულეს 79-ჯერ
კომენტარები