განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

ქუთაისში კორონავირუსით 43 წლის ქალი გარდაიცვალა

ქუთაისში კორონავირუსით 43 წლის ქალი გარდაიცვალა
13-01-2021, 13:09
ავტორი: აკაკი გურგენიძე

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით 43 წლის ქალი გარდაიცვალა. 

კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის თქმით,  პაციენტმა  კლინიკას დაგვიანებით მიმართა.

მას თანმხლები დაავადება, ჭარბი წონა ჰქონდა.

„43 წლის პაციენტმა კლინიკას დაგვიანებული მიმართა, მას ჭარბი წონა ჰქონდა, რის გამოც მდგომარეობა გართულდა და გუშინ, გვიან ღამით გარდაიცვალა",- აღნიშნა მაღლაფერიძემ.

ქუთაისის ინფექციური კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში კორონავირუსის დიაგნოზით 73 პაციენტი მკურნალობს.

გაზიარება
მოინახულეს 153-ჯერ
კომენტარები