დმიტრო კულება - გაცოფების გამო პუტინი კიდევ უფრო მეტ სამხედრო დანაშაულს ჩადის

დმიტრო კულება - გაცოფების გამო პუტინი კიდევ უფრო მეტ სამხედრო დანაშაულს ჩადის
1-03-2022, 13:49 - 2022
391

საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება „ტვიტერზე“ განცხადებას აქვეყნებს.

მინისტრის თქმით, პუტინი გაცოფების ფონზე მეტ სამხედრო დანაშაულს ჩადის და უდანაშაულო მოქალაქეებს კლავს.

„გაცოფების გამო პუტინი კიდევ უფრო მეტ სამხედრო დანაშაულს ჩადის, კლავს უდანაშაულო მოქალაქეებს. მსოფლიოს შეუძლია და უნდა გააკეთოს მეტი. გაზარდეთ ზეწოლა, სრულ იზოლაციაში მოაქციეთ რუსეთი!“- წერს დმიტრო კულება ტვიტერზე.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა