კოვიდ19-ის 2 859 ახალი შემთხვევიდან 1 197 თბილისში გამოვლინდა.
აღნიშნულის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მანვე ისაუბრა ახალი შემთხვევების რეგიონების მიხედვით განაწილებაზე.
"დღეს გამოვლენილი 2 859 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 197 შემთხვევა, აჭარაში - 620, იმერეთში - 438, ქვემო ქართლში - 109, შიდა ქართლში - 62, გურიაში - 63, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 138, კახეთში - 94, მცხეთა-მთიანეთში - 38, სამცხე-ჯავახეთში - 72, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 28", - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.
კოვიდ19-ის 2 859 ახალი შემთხვევიდან 1 197 თბილისში გამოვლინდა
7-11-2020, 11:14
ავტორი: ლანა მრავლაძე
გაზიარება
მოინახულეს 76-ჯერ