განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

ევროპარლამენტარი - ვიმედოვნებ, მიშელის სამართლიან, ძლიერ და საბოლოო წინადადებას ყველა მხარე მიიღებს

ევროპარლამენტარი - ვიმედოვნებ, მიშელის სამართლიან, ძლიერ და საბოლოო წინადადებას ყველა მხარე მიიღებს
19-04-2021, 00:01
ავტორი: მერი ტაბატაძე

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერზე" ეხმაურება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ საქართველოში პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ დოკუმენტს.

ევროპარლამენტარი იმედოვნებს, რომ მიშელის სამართლიან, ძლიერ და საბოლოო წინადადებას ყველა მხარე მიიღებს. 

„იმედი მაქვს, რომ ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სამართლიან, ძლიერ და საბოლოო წინადადებას ყველა მხარე მიიღებს. საქართველოსთვის კომპრომისზე წასვლა არის სიძლიერე. ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ მთელი პარლამენტი მათთვის მუშაობდეს“, - წერს კრამონი.

ცნობისთვის, დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს უნდა შეხვედროდნენ, თუმცა მოლაპარაკების მორიგ რაუნდზე მხოლოდ ოპოზიცია მივიდა. მანამდე მთელი დღის განმავლობაში შეხვედრა რამდენჯერმე გადაიდო. 

შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა მხარეებს წარუდგინეს ახალი დოკუმენტი, სადაც ჩაიწერა პუნქტები ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელი გზისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების შესახებ.

გაზიარება
მოინახულეს 95-ჯერ
კომენტარები