განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

რუსული სამხედრო ძალები უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 250 კილომეტრში, სამხედრო ბანაკში არიან კონცენტრირებულები

რუსული სამხედრო ძალები უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 250 კილომეტრში, სამხედრო ბანაკში არიან კონცენტრირებულები
8-04-2021, 21:55
ავტორი: DaiLyInfo

დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფის Conflict Intelligence Team-ის ინფორმაციით, რუსული სამხედრო ძალები უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 250 კილომეტრში სამხედრო ბანაკში არიან კონცენტრირებულები.

სოციალურ ქსელებში აქტიურად გავრცელდა რუსული სამხედრო ტექნიკის გადააადგილების ამსახველი ვიდეო მასალები. დამოუკიდებელმა საგამოძიებო ჯგუფმა Google Street View-ში და Яндекс.Карт-ში არსებული ლოკაციების ფოტოები სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ლოკაციებს შეადარა.

გამოძიებით დადგინდა, რომ რუსული სამხედრო ძალები და მძიმე ტექნიკა უკრაინის საზღვრისკენ გადააადგილდებოდა, კერძოდ კი ვოროჟენისში, სადაც ორი რუსული სამხედრო ბანაკია.

Conflict Intelligence Team-ი რუსლან ლევიევის მიერ დაფუძნებული დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფია, რომელიც უკრაინასა და სირიაში სამხედრო კონფლიქტებს იძიებს.

გაზიარება
მოინახულეს 88-ჯერ
კომენტარები