განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

გია ვოლსკი : მელია ციხეში უნდა იჯდეს და ოპოზიციამ პოლიტპატიმარი ეძახოს - ძალიან პრიმიტიული თამაშია

გია ვოლსკი : მელია ციხეში უნდა იჯდეს და ოპოზიციამ პოლიტპატიმარი ეძახოს - ძალიან პრიმიტიული თამაშია
8-04-2021, 20:57
ავტორი: სალომე მამნიაშვილი

„მელია ციხეში უნდა იჯდეს და ოპოზიციამ პოლიტპატიმარი ეძახოს - ძალიან პრიმიტიული თამაშია“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა გია ვოსლკიმ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ხალხი ყველაფერს ხვდება, საითაც მიდის საქმე.

„ნიკა მელიას ეხვეწება პროკურორი, რომ გადაიხადე და ადვოკატები ამბობენ, რომ არავითარ შემთხვევაში გადახდა არ შეიძლება და ის უნდა ჩაჯდეს ციხეში.

ხალხი, თქვენ გგონიათ, ვერ ატყობს, საითკენ მიდის საქმე? რომ მელია უნდა იჯდეს ციხეში და ამათმა უნდა ეძახონ პოლიტპატიმარი - ეს არის ძალიან პრიმიტიული თამაში“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

გაზიარება
მოინახულეს 289-ჯერ
კომენტარები