გაერთიანებული სამეფოს ვაქცინის მრჩეველთა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ 30 წლამდე პირებს სასურველია AstraZeneca-ს ვაქცინის ალტერნატივა შესთავაზონ.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ქრონიკული დაავადებების არ მქონდე პირები, რომლებიც 30 წლამდე იმყოფებიან, სასურველია აიცრან სხვა ვაქცინით, თუ ამის შესაძლებლობა არის. ამის მიზეზად კი ტვინში თრომბის ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი დაასახელეს.
„არსებული მონაცემებისა და მტკიცებულებების საფუძველზე, ვაქცინაციასა და იმუნიზაციაზე ბრიტანეთის ერთობლივი საბჭოს (JCVI) რჩევით, სასურველია 30 წლამდე ასაკის ზრდასრულებს, რომლებსაც არ აქვთ ქრონიკული დაავადებები, AstraZeneca-ს ვაქცინის ალტერნატივა შესთავაზონ, თუ ეს შესაძლებელია“, - განაცხადა JCVI-ს კორონავირუსის საკითხის ხელმძღვანელმა, ვეინ შენ ლიმმა.
ბრიტანეთის ვაქცინის საბჭო - 30 წლამდე ასაკის ზრდასრულებს AstraZeneca-ს ვაქცინის ალტერნატივა შევთავაზოთ
7-04-2021, 20:05
ავტორი: DaiLyInfo
გაზიარება
მოინახულეს 83-ჯერ