განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

ხატია დეკანოიძე - აფგან მუხთარლის საქმე საქართველოსთვის სამარცხვინოა

ხატია დეკანოიძე - აფგან მუხთარლის საქმე საქართველოსთვის სამარცხვინოა
7-04-2021, 18:39
ავტორი: სოფიო შავაძე

„საქართველოსთვის სამარცხვინოა აფგან ​მუხთარლის საქმე, რადგან ეს საქმე არის ყველა საერთაშორისო ანგარიშში, რომელიც  საქართველოს კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ უმძიმეს მდგომარეობას განიხილავდა“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მას იმედი არ აქვს, რომ პროკურატურა სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, რადგან სასამართლო პოლიტიზირებულია და საკუთარ თავს არ დასჯის. 

„მე იმედი არ მაქვს, რომ პროკურატურა მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და ადეკვატურად გამოიძიებს, იმიტომ რომ სასამართლო ვიცით რომ პოლიტიზირებულია, ამიტომ შესაბამისად საკუთარ თავს არ დასჯიან. ამიტომ სამარცხვინოა ნამდვილად და აფგან ​მუხთარლის საქმე არის ყველა საერთაშორისო ანგარიშში, რომელიც საქართველოს კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ უმძიმეს მდგომარეობას განიხილავდა“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

შეგახსენებთ, მუხთარლი თბილისში 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება. აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით - აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდის და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით ჰქონდა წაყენებული.

გაზიარება
მოინახულეს 75-ჯერ
კომენტარები