განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი საქართველოს - მეზობელს ემუქრებიან, თქვენ კი თვალსაც არ ახამხამებთ

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი საქართველოს - მეზობელს ემუქრებიან, თქვენ კი თვალსაც არ ახამხამებთ
7-04-2021, 13:47
ავტორი: DaiLyInfo

„მეზობელს ემუქრებიან, თქვენ კი თვალსაც არ ახამხამებთ“, - ამის შესახებ ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ტოომას ჰენდრიკ ილვესმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მან ასევე აღნიშნა, რომ როდესაც საქართველო მეზობლის მუქარაზე თვალს ხუჭავს, არც თვითნ უნდა ელოდოს მხარდაჭერას რუსეთის ოკუპაციაზე.

„როდესაც 2008-ში საქართველოს რუსეთი დაესხა თავს, მე უბრალოდ კომენტარი კი არ გავაკეთე, მიმდინარე ომის პერიოდში საქართველოში ჩავფრინდი.

მეც გაკვირვებული ვარ. რატომ უნდა ელოდო, რომ რუსეთის მიერ შენი ქვეყნის ოკუპაციას საერთაშორისო საზოგადოება დაგმობს, თუ თავად თვალსაც არ ახამხამებ, როცა მეზობელს ემუქრებიან“, - წერს ტოომას ჰენდრიკ ილვესი.

გაზიარება
მოინახულეს 354-ჯერ
კომენტარები