თაზო დათუნაშვილი: ივანიშვილმა ყველაფრის უფლება მისცა რუსეთს

თაზო დათუნაშვილი: ივანიშვილმა ყველაფრის უფლება მისცა რუსეთს
6-11-2023, 20:04 - 2023
353

„ესაა ფასი, რომელსაც საქართველო იხდის იმის გამო, რომ ივანიშვილმა ყველაფრის უფლება მისცა რუსეთს“, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წევრი თაზო დათუნაშვილი სოციალურ ქსელში წერს.


სოფელ კირბალთან რუსების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობსას ეხმაურება. 

„პირველ რიგში, ვუსამძიმრებთ დაღუპულის ოჯახს და სრულიად საქართველოს.

ხელისუფლების პრორუსული პოლიტიკის შედეგად, რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე მოკლეს.

ესაა ფასი, რომელსაც საქართველო იხდის იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ" ყველაფრის უფლება მისცა რუსეთს. რუსულმა ოცნებამ აღადგინა ფრენები, არ დააწესა სავიზო რეჟიმი. "ოცნება" ხელს აფარებს რუსულ აგენტურულ ქსელს და ეს ქვეყანა უკანა გასასვლელად აქცია რუსებისათვის.

სასწრაფოდ უნდა გადმოეცეს საქართველოს ყველა ის პირი, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა.

ჩვენ უნდა დავასრულოთ რუსული ხელისუფლება და შევქმნათ ძლიერი და დაცული ქვეყანა. ეს არის მშვიდობა ღირსების და სიცოცხლის ფასად - სამარცხვინო და აუტანელი ყოფა, რომელიც უნდა შევცვალოთ!!!“, - წერს დათუნაშვილი.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა