თბილისის ზოგიერთ უბანს წყალმომარაგება შეეზღუდება.
ამის შესახებ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ აცხადებენ.
სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, 26 თებერვლის 22 საათიდან - 27 თებერვლის 12:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკის რაიონში – ჭავჭავაძის გამზირს, კეკელიძის, ბარნოვის, ფალიაშვილის, ტაბიძის, მცხეთის, შატბერაშვილის, აბაშიძის, არაყიშვილის, კავსაძის, რადიანის, ატენის, ყიფშიძის და მიმდებარე ქუჩებს.
საბურთალოს რაიონში – ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს, პეკინის, კოსტავას, თამარაშვილის, ბახტრიონის, გელოვანის, დოლიძის, ტაშკენტის, იყალთოს, ალექსიძის, გაგარინის, შარტავას, კალანდაძის, ფანჯიკიძის (ყოფ. ბუდაპეშტის), მიცკევიჩის, საირმის, ლორთქიფანიძის, ზემო ვეძისის და მიმდებარე ქუჩებს.
მთწმინდის რაიონში – ზანდუკელის, ქიაჩელის, ჭოველიძის, იაკობ ნიკოლაძის, ვარაზის ხევს, მელიქიშვილის, ხორავას, ლარსის, ბელინსკის, რუსთაველის, ფურცელაძის, ჭონქაძის, თარხნიშვილის და მიმდებარე ქუჩებს. ოქროყანას დასახლებას.
კრწანისის რაიონში – პუშკინის, გრ. ხანძთელის, ლადო ასათიანის, გორგასლის, ღვინის აღმართის და და მიმდებარე ქუჩებს.
ჩუღურეთის რაიონში – მარჯანიშვილის და უშანგი ჩხეიძის ქუჩებს.
დიდუბის რაიონში – ბელიაშვილის ქ. N40-ს, ლუბლიანას და ბალანჩინის ქუჩებს. ქართულ ამერიკული მეგობრობის გამზირს.
თბილისის ზოგიერთ უბანს წყალმომარაგება შეეზღუდება
26-02-2021, 19:30
ავტორი: ბაქარ ლიკლიკაძე
გაზიარება
მოინახულეს 89-ჯერ