განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

ნეოშევარდნაძისტები და ასლან აბაშიძის მონები არიან - გიგი უგულავა უმრავლესობაზე

ნეოშევარდნაძისტები და ასლან აბაშიძის მონები არიან - გიგი უგულავა უმრავლესობაზე
23-02-2021, 13:29
ავტორი: მერი ტაბატაძე

„ნეოშევარდნაძისტები და ასლან აბაშიძის მონები არიან, რომლებიც გადმოიბუქსირა ახლა ივანიშვილმა“, - „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგი უგულავა „ქართული ოცნების’ ლიდერებთან დაკავშირებით აცხადებს.

მისი თქმით, მამუკა მდინარაძე არის კორუმპირებული ლაწირაკი.

„ჩვენ ქვეყანას არ ჩავაბარებთ ივანიშვილსა და პუტინს. უკომპრომისო იქნება, დაჭერებიც იქნება,  ყველაფერი იქნება, მაგრამ ეს პაჭანიკები, რომლებიც ამ ქვეყანას შემოესივნენ, ქვეყანას დატოვებენ და ქვეყნის ძიძგვნას მოეშვებიან. ეს აუცილებლად მოხდება. ბევრს შეიძლება არ სჯეროდეს ისე, როგორც არ სჯეროდათ საბჭოთა კავშირის დაშლა. როგორც ის გადაჯიშდა ისე გადაჯიშდება ივანიშვილი. რა კიბერ შეტევა, ადამიანებს თავს დაესხნენ და ოფისი ააოხრეს. მდინარაძე ლაწირაკია, კორუმპირებული ნაგავი იყო, ასლან აბაშიძის შნირი და მექრთამე იყო და მასე დარჩა. ნეოშევარდნაძისტები და ასლან აბაშიძის მონები არიან რომლბიც გადმოიბუქსირა ახლა ივანიშვილმა. ბიძინა ივანიშვილმა, რომ უთხრას მდინარაძე აქ ტიტველი ივლის“, - განაცხადა გიგი უგულავა.

გაზიარება
მოინახულეს 74-ჯერ
კომენტარები