განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

„ქართული ოცნება“ ოპოზიციას კიბერშეტევაში ადანაშაულებს

„ქართული ოცნება“ ოპოზიციას კიბერშეტევაში ადანაშაულებს
23-02-2021, 12:53
ავტორი: სალომე მამნიაშვილი

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ვებგვერდებზე კიბერშეტევა მიმდინარეობს.

მდინარაძე კიბერშეტევაში ოპოზიციას ადანაშაულებს და მათ ბოლშევიკებად მოიხსენიებს.

„ამ წუთებში მიმდინარეობს მასირებული კიბერშეტევა როგორც „ქართული ოცნების“ ვებგვერდებსა და საიტებზე, ასევე სახელმწიფო უწყებების საიტებზე. ეს არის იმ გეგმის ნაწილი, რომლის შესრულება ბოლშევიკებმა ვერ მოახერხეს, ვერ გაბედეს წინააღმდეგობის გაწევა კანონისა და სახელმწიფოს მიმართ. ყველა უნდა დაემორჩილოს კანონს, ყველა უნდა დაემორჩილოს მის მოთხოვნებს და არავის თვითმიზანი არ გახლავთ ვინმეს დაჭერა. ყველა ადამიანი, თუ სახელმწიფოს სახელმწიფო ჰქვია და კანონს კანონი, უნდა დაემორჩილოს მის მოთხოვნებსა და მის კანონიერ ლეგიტიმურ აღსრულებას", - განაცხადა მდინარაძემ.

გაზიარება
მოინახულეს 119-ჯერ
კომენტარები