ხაბეიშვილი: პარტიას ახლა სჭირდება ერთობა

ხაბეიშვილი: პარტიას ახლა სჭირდება ერთობა
11-12-2022, 21:37 - 2022
269

„პარტიაში შარზე არავინ არ არის, პარტიას სჭირდება გაძლიერება, სტაბილურობა და შესაბამისად, ეს ტურბულენცია უნდა მორჩეს სწრაფად“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.


მისი თქმით, ახლა პარტიას ერთობა სჭირდება.

„შესვლის წინ ჩვენ საზოგადოებას ვუთხარით, რომ კამათში და დისკუსიაში შესვლას არ ვაპირებდით, მარტივი მიზეზით - ჩვენთვის ამოცანა არ გახლავთ, რომ პარტიაში ვინმე გავლანძღოთ და ვთქვათ, რომ ვინმემ არასწორად გააკეთა რამე. ჩვენთვის ერთობაა მნიშვნელოვანი. არჩევნების წარმოდგენილ თარიღს დავეთანხმეთ ერთხმად, მათსავე ვერსიას. ამ პარტიაში შარზე არავინ არ არის, პარტიას სჭირდება გაძლიერება, სტაბილურობა და შესაბამისად ეს ტურბულენცია უნდა მორჩეს სწრაფად. გვინდოდა თუ არა უფრო სწრაფად მომხდარიყო?! რასაკვირველია, გვინდოდა. ტექნიკური პრობლემებიდან გამომდინარე, იქიდან გამომდინარე, რომ გარკვეული დრო სჭირდება, ჩვენ ამაში პრობლემას ვერ ვხედავთ და მეტიც, მნიშვნელოვანია პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა სიცოცხლე და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი ენერგია უნდა იყოს დახარჯული რაიონებში ჩვენს აქტივისტებთან, დედაქალაქში ჩვენს მომხრეებთან საუბრით, რომ რაღაცნაირად უზრუნველვყოთ მობილიზაციის გაკეთება, რადგან პოლიტიკურ პროცესებს ოთახიდან ვერც მართავ და ვერც აწარმოებ. ჩემი საქმე არის რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლა და არა პარტიაში განსხვავებები ვეძებო. პარტიას ახლა სჭირდება ერთობა“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა