განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

"საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი პირის ვინაობა ცნობილია

"საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი პირის ვინაობა ცნობილია
25-10-2020, 15:10
ავტორი: ბაქარ ლიკლიკაძე

ზუგდიდში შსს "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი იდენთიფიცირებულია.

აღნიშნულის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ზუგდიდში, 21 ოქტომბერს მომხდარი "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღური თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირის ვინაობა დაადგინა და ის იდენთიფიცირებულია", - აცხადებენ უწყებაში.

გაზიარება
მოინახულეს 3 772-ჯერ
კომენტარები