განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

სასულიერო პირის განცხადებით, უმჯობესია ბავშვი პატარა მოკვდეს, ვიდრე გაიზარდოს და უმაქნისი იყოს

სასულიერო პირის განცხადებით, უმჯობესია ბავშვი პატარა მოკვდეს, ვიდრე გაიზარდოს და უმაქნისი იყოს
26-01-2021, 21:03
ავტორი: მარიამ ირემაძე

„უმჯობესია ბავშვი პატარა მოკვდეს, ვიდრე გაიზარდოს და უმაქნისი იყოს”, - ამის შესახებ დეკანოზ თადეოზ სარალიძემ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ თუ ბავშვი ეკლესიისთვის ივარგებს ვირუსის არ უნდა ეშინოდეს.

„ახლა ბავშვებს აშინებენ, რომ ისეთი ვირუსი გამოდის, თურმე ბავშვებს უნდა დაეტაკოს.

ნუ გეშინიათ, ბავშვებო! არაფერიც არ დაგეტაკებათ.

თქვენ, მთავარია, ვაჟკაცები იყავით, პატიოსნები იყავით, ეკლესიის ერთგულები იყავით და ისეთი რამე გააკეთეთ, რომ ქვეყანას გამოადგეთ და გაცოცხლებს ბაბუ.

თუ პარაზიტი იქენი, ტელეფონზე დაჯექი, შტერივით იყავი, არც სპორტში ივარგე, არც ეკლესიაში, მაშინ არ სჯობია, პატარა მოკვდეს და სასუფეველში წავიდეს, ვიდრე დიდი ვირი გაიზარდოს და უმაქნისი იყოს?”, - განაცხადა სასულიერო პირმა ქადაგებაზე.

გაზიარება
მოინახულეს 276-ჯერ
კომენტარები