ჯანმო - შესაძლოა ახალი შტამები გამოჩნდეს

ჯანმო - შესაძლოა ახალი შტამები გამოჩნდეს
12-02-2022, 00:04 - 2022
885

პანდემია მსოფლიოში ჯერ არ დასრულებულა, - ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, სუმია სვამინათანმა განაცხადა.

მისი თქმით, შესაძლოა, „კოვიდ-19“-ის ახალი შტამები კიდევ გამოჩნდეს.

„ჩვენ დავინახეთ, როგორ ხდება ვირუსის განვითარება, მუტაცია, ამიტომ ვიცით, რომ იქნება კიდევ მეტი შტამი, რომლებიც შეშფოთებას იწვევს. ამიტომაც, ჯერ პანდემიის დასასრულს არ მივახლოებივართ“, - განაცხადა სვამინათანმა სამხრეთ აფრიკაში, სადაც ის ვაქცინების საწარმოს ეწვია.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა