განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

თაკო ჩარკვიანი იოსელიანსა და ელისაშვილს პარლამენტში შესვლასა და ტვიქსის ყიდვას სთავაზოს

თაკო ჩარკვიანი იოსელიანსა და ელისაშვილს პარლამენტში შესვლასა და ტვიქსის ყიდვას სთავაზოს
16-01-2021, 21:46
ავტორი: ბაქარ ლიკლიკაძე

„კანონს ვერ მიიღებთ, შეგიძლიათ ბუფეტში ტვიქსი იყიდოთ და მიირთვათ“, - ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა თაკო ჩარკვიანმა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

მან ელისაშვილსა და იოსელიან მიმართა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის მონაპოვარის დანგრევის უფლებას არავის მისცემს.

„მე ერთ რამეს გეტყვით: თქვენ იქ კანონებს ვერ მიიღებთ, თავად კარგად თქვით, ერთადერთი რაც შეგიძლიათ, ბუფეტს მიაკითხოთ პარლამენტში, ტვიქსი იყიდოთ და გაიყოთ. მიირთვათ და დაგვანებოთ თავი

ქვეყანა გადასარჩენია და თქვენი კონსტრუქციული მამაძაღლობებისთვის არ გვცალია. ამდენი ხანია ვითმენთ და ანგრევთ თქვენ მონაპოვარს ოპოზიციისას.

არ მოგცემთ ამის უფლებას“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

გაზიარება
მოინახულეს 617-ჯერ
კომენტარები