მელია - საზოგადოება არ არის მზად იბრძოლოს

მელია - საზოგადოება არ არის მზად იბრძოლოს
1-08-2022, 03:18 - 2022
456

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია თვლის, რომ საზოგადოება არ არის მზად იმისთვის, რომ დილის 8-დან დილის 8-დე ქუჩაში დარჩეს და იბრძოლოს. 

ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ამბობს, რომ  საერთაშორისო ასპარეზზეა მუშაობა გასაძლიერებელი. 

დავრწმუნდი ხალხო, სამჯერ, როცა ხალხს ვთხოვ დილამდე დარჩენას და 200 კაცი რჩება, კიდევ ამ ყულფში უნდა გავყოთ თავი და დეპრესიაში ჩავაგდოთ საზოგადოება? ჯერ-ჯერობით არ არის საზოგადოება მზად იმისთვის, რომ დილის 8-დან დილის 8-დე დარჩეს და იბრძოლოს. ამიტომ სხვა სცენარები იქნება - საერთაშორისო მიმართულებით აქტიურბა და შედეგი უკვე... ამაში ლომის წვლილი, რა თქმა უნდა მიუძღვის უკრაინელების გმირობას და ამან შეცვალა მიდგომა ბევრი საერთაშორისო პარტნიორის მხრიდან. ჩემდა დასანანად, მათ რომ მსგავსი აქტიურბა გამოეჩინათ წლების წინ, დღეს ქვეყნის სუვერენიტეტი  და დამოუკიდებლობის საფრთე არ ჩავარდებოდა. მაგრამ ჩვენ მარცხის უფლება არ გვაქვს, რადგან ისტორიამ აგვიკრძალა“, - განაცხადა ნიკა მელიამ. 

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა