განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

ომბუდსმენი - სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება, დაიცვას თითოეული მოქალაქეების რწმენის თავისუფლება

ომბუდსმენი - სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება, დაიცვას თითოეული მოქალაქეების რწმენის თავისუფლება
13-01-2021, 17:25
ავტორი: მერი ტაბატაძე

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ჩოხატაურში განვითარებულ რელიგიურ დაპირისპირებას ეხმაურება.

ომბუდსმენის აცხადებს, რომ სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება, დაიცვას თითოეული მოქალაქეების რწმენის თავისუფლება.

„ძალიან სამწუხარო ფაქტს აქვს ადგილი და არ არის ეს პირველი შემთხვევა 2012-2016 წლებში არაერთ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი რელიგიური შუღლის ნიადაგზე, რასაც ობიექტური გამოძიება არ მოჰყოლია და მთელ რიგ შემთხვევაში გამოძიება შეწყდა კიდევ. დაპირისპირება მუსლიმი თემის უფლების რეალიზაციამ გამოიწვია, რომ ილოცონ კონკრეტულ ადგილას, რაც კონსტუტუციითაა უზრუნვეყოფილი. სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას დაიცვას თითოეული მოქალაქეების რწმენის თავისუფლება“, - განაცხადა ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, უკვე ორი დღეა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში დაპირისპირებაა, მუსლიმი თემი აქ სალოცავის აშენებას ითხოვს, რასაც ადგილობრივი ქრისტიანები ეწინააღმდეგებიან. გუშინ აქციაზე დაპირისპირება მოხდა, რა დროს ორი მუსლიმი დაშავდა. საქმეზე ერთი პირი დააკავეს.

გაზიარება
მოინახულეს 59-ჯერ
კომენტარები