განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

ბუკნარში სიტუაცია დაიძაბა - ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი

ბუკნარში სიტუაცია დაიძაბა - ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი
13-01-2021, 17:18
ავტორი: აკაკი გურგენიძე

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბუკნარში, სიტუაცია დაიძაბა. ადგილზე სპეციალური დანიშნულების რაზმის მობილიზება გახდა საჭირო.

თავდაპირველად აქცია, რომელსაც ქრისტიანი და მუსლიმი მოსახლეობა ცალ-ცალკე მართავენ, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. აქციის ორივე მხარე ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვდა. თუმცა ადგილზე არავინ გამოჩენილა.

შეგახსენებთ, უკვე ორი დღეა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში დაპირისპირებაა, მუსლიმი თემი აქ სალოცავის აშენებას ითხოვს, რასაც ადგილობრივი ქრისტიანები ეწინააღმდეგებიან. გუშინ აქციაზე დაპირისპირება მოხდა, რა დროს ორი მუსლიმი დაშავდა. საქმეზე ერთი პირი დააკავეს.

გაზიარება
მოინახულეს 157-ჯერ
კომენტარები