„Pfizer-ის და Moderna-ს ვაქცინა ჩვენთვის არ არის მისაღები“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნისთვსი შესაფერისი ვაქცინა ოქსფორდის უნივერსიტეტისა და შვედური ფირმა AstraZeneca-ს მიერ შექმნილი ვაქცინაა.
„ის ორი ვაქცინა, რომელიც დღეს ყველაზე ფართოდ იხმარება ამერიკაში, გერმანიაში და ინგლისში, Pfizer-ის და Moderna-ს, ჩვენთვის არ არის მისაღები და მისი გამოყენება ხელსაყრელი. იმიტომ, რომ ის საჭიროებს ძალიან რთულ ლოჯისტიკას -80 და -20 გრადუსზე უნდა იყოს ის შენახული.
ეს ჩვენნაირი ქვეყნებისთვის მიუწვდომელია, სად არის საშუალება იმისი, რომ ყველა რაიონში და ყველა პოლიკლინიკაში -80-იანი მაცივრები იყოს. ეს ამერიკასაც კი უჭირს, ინგლისს და გერმანიას, იქაც კი შეექმნათ პრობლემები.
ყველზე შესაფერისად მიმაჩნია, ოქსფორდის უნივერსიტეტის და შვედური ფირმა AstraZeneca-ს მიერ შექმნილი ვაქცინა, რომელიც არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ რეჟიმს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
რომელ ვაქცინას შეიძენს საქართველო? - თენგიზ ცერცვაძე განმარტებას აკეთებს
9-01-2021, 21:48
ავტორი: ბაქარ ლიკლიკაძე
გაზიარება
მოინახულეს 444-ჯერ