შინაგან საქმეტა სამინისტრო ნაპოვნი ჯარისჯაცის შესახებ განაცხადებას ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, თეიმურაზ გიუნაშვილი თბილისში იპოვეს. გამოკითხვის მიზნით ის პოლიციის განყოფილებაში იმყოფება.
„თავდაცვის სამინისტროს საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე თ.გ. თბილისში იპოვნეს.
სამხედრო მოსამსახურე თ.გ. 21 დეკემბერს 09:00 სთ-მდე იმყოფებოდა განწესში და ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, ხოლო განწესის შეცვლის შემდეგ ისარგებლა კონტრაქტით გათვალისწინებული დათხოვნის უფლებით და დატოვა სამხედრო ნაწილის ტერიტორია.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს.
სამხედრო მოსამსახურე თავს კარგად გრძნობს და გამოკითხვის მიზნით პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი“, - აცხადებენ შსს-ში.
შსს ნაპოვნი ჯარისკაცის შესახებ განცხადებას ავრცელებს
24-12-2020, 13:00
ავტორი: მერი ტაბატაძე
გაზიარება
მოინახულეს 155-ჯერ