არაღიარებული მთიანი ყარაბაღის სამხედროები ტყვედ ჩავარდნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას მთიანი ყარაბაღის დეფაქტო პრეზიდენტმა არაიკ ჰარუთიუნიანმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„სამწუხაროდ, ხცაბერდთან ახლოს ჩვენი რამდენიმე ათეული სამხედრო მოსამსახურე ტყვედ ჩავარდა. ახლა თავდაცვის სამინისტრო ცდილობს, ყველაფერი გაარკვიოს“, - წერია ჰარუთიუნიანის განცხადებაში.
მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის თავდაცვის არმია 15 დეკემბრის საღამოს გაუჩინარდა, ისინი გადრუტის რაიონის სოფლების ხინ ტახერისა და ხცაბერდის მიმართულებით იყვნენ განლაგებულნი.
შეგახსენებთ, რომ 14 დეკემბერს სომხეთმა და აზერბაიჯანმა ტყვეების გაცვალეს.
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის სამხედროები ტყვედ ჩავარდნენ
17-12-2020, 10:29
ავტორი: ბაქარ ლიკლიკაძე
გაზიარება
მოინახულეს 136-ჯერ