განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

გამყრელიძე - საახალწლოდ შეზღუდვების მოხსნით შეიძლება ყველაფერი წყალში ჩავყაროთ

გამყრელიძე - საახალწლოდ შეზღუდვების მოხსნით შეიძლება ყველაფერი წყალში ჩავყაროთ
16-12-2020, 13:27
ავტორი: ლანა მრავლაძე

არის სტაბილიზაცია, მაგრამ საახალწლოდ შეზღუდვების მოხსნით შეიძლება ეს ყველაფერი წყალში ჩავყაროთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მანვე მოუწოდა საზოგადოებას, რომ ახალი წელი მოკრძალებულად გაატაროს, რადგან საქმე სერიოზულ გამოწვევასთან გვაქვს.

„არის სტაბილიზაცია, მაგრამ შეიძლება ეს ყველაფერი ორ-სამ დღეში წყალში ჩავყაროთ, თუ 24-ის შემდეგ შემსუბუქდება შეზღუდვები და იგივე მოხდება, რაც შავ პარასკევს იყო. შეიძლება ამან ახალ წელს ისევ მოგვცეს შემდგომი პიკი და ისევ დამძიმდეს საავადმყოფოებში მდგომარეობა. ამიტომ უმორჩილესი თხოვნაა საზოგადოებისადმი, რომ წლევანდელი შობა-ახალი წელი გავატაროთ ბევრად მოკრძალებულად. დამერწმუნეთ, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი შემდგომში ეკონომიკის სწრაფი აღდგენისა და ნორმალური ცხოვრების დაბრუნებისთვის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გაზიარება
მოინახულეს 5 197-ჯერ
კომენტარები