განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

აზეჯრბაიჯანის პარლამენტი მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობიდან საფრანგეთის გაწვევას ითხოვს

აზეჯრბაიჯანის პარლამენტი მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობიდან საფრანგეთის გაწვევას ითხოვს
26-11-2020, 19:24
ავტორი: ბაქარ ლიკლიკაძე

აზეჯრბაიჯანის პარლამენტი მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობიდან საფრანგეთის გაწვევას ითხოვს.

პარლამენტმა განცხადება საფრანგეთის სენატის რეზოლუციის საპასუხოდ მიიღო, რომელიც მთავრობას მოუწოდებს, მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა აღიაროს.

„მილი მეჯლისი მოუწოდებს აზერბაიჯანის მთავრობას მიმართოს ეუთოს ხელმძღვანელობას მინსკის ჯგუფიდან საფრანგეთის გაწვევასთან დაკავშირებით, რომელმაც ბოლო დღეებში თავისი პოზიციებითა და განცხადებებით თავისი ნეიტრალურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა“, - ვკითხულობთ პარლამენტის განცხადებაში.

გაზიარება
მოინახულეს 59-ჯერ
კომენტარები