თალაკვაძე: რუსეთის შექება ჩვენთვის არაფერს ნიშნავს

თალაკვაძე: რუსეთის შექება ჩვენთვის არაფერს ნიშნავს
25-03-2022, 16:01 - 2022
632

„რუსეთის შექება ჩვენთვის არაფერს ნიშნავს“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი არჩილ თალაკვაძე გრიგორი კარასინის განცხადებას, რომ სანქციებზე საქართველოს რეაქცია რუსეთს „შეუმჩნეველი არ დარჩება“.
 
მან ასევე აღნიშნა, საქართველო განაგრძობს დასავლეთთან ერთად თავისი ტერიტორიების დეოკუპაციას.
 
სინამდვილეში, რასაკვირველია, არც ერთი ასეთი შექება, არც ერთი ასეთი რევერანსი რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისთვის არ ნიშნავს არაფერს.
 
ჩვენ გვაქვს ჩვენი მკაფიო, განსაზღვრული პოლიტიკა, საქართველოს ტერიტორიების 20% გახლავთ ოკუპირებული და საქართველო განაგრძობს დასავლეთთან ერთად თავისი ტერიტორიების დეოკუპაციას, მშვიდობიანი გზებით საერთაშორისო სამართლებრივი გზებით და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით
“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა