განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

ცესკო - წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 20:00 საათის მდგომარეობით 26.29% შეადგინა

ცესკო - წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 20:00 საათის მდგომარეობით 26.29% შეადგინა
21-11-2020, 21:17
ავტორი: მერი ტაბატაძე

წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 20:00 საათის მდგომარეობით 26.29% შეადგინა, - ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, კენჭისყრაში მონაწილეობა 562 664 ამომრჩეველმა მიიღო.

"კენჭისყრის პროცესი დასრულდა, 20:00 საათზე საარჩევნო უბნები დაიხურა. რაც შეეხება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის შექმნილი 80 სპეციალური უბნის 145 საარჩევნო ყუთები 21:00 საათისთვის დაბრუნდა სპეციალურად შექმნილ საარჩევნო უბნებზე.

წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 20:00 საათის მდგომარეობით შეადგინა 26.29%. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 562 664 ამომრჩეველმა დღის განმავლობაშ კენჭისყრის პროცესებთან დაკავშირებით, შევიდა 12 საჩივარი", - განაცხადა იოსელიანმა.

გაზიარება
მოინახულეს 42-ჯერ
კომენტარები