განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა
<

როგორია საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდსტატისტიკა

როგორია საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდსტატისტიკა
21-11-2020, 10:59
ავტორი: მერი ტაბატაძე

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3 824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 33 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 3 851 პაციენტი.

ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე ვრცელდება.

მათივე ცნობით, საქართევლოში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსის 100 684 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 927 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 81 783 ადამიანი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

გაზიარება
მოინახულეს 190-ჯერ
კომენტარები