უკრაინამ და რუსეთმა ომის დასრულების მიზნით ნეიტრალიტეტის გეგმა შეიმუშავეს - Financial Times

უკრაინამ და რუსეთმა ომის დასრულების მიზნით ნეიტრალიტეტის გეგმა შეიმუშავეს - Financial Times
16-03-2022, 20:38 - 2022
3 400

Financial Times-ის ინფორმაციით, უკრაინამ და რუსეთმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს.
 
სავარაუდო 15-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაში, რომელიც ცეცხლის შეწყვეტასა და რუსეთის ჯარების გაყვანას გულისხმობს, იმ შემთხვევაში თუ, კიევი ნეიტრალიტეტს გამოაცხადებს და დაეთანხმება შეზღუდვებს მის შეიარაღებულ ძალებზე. 
 
ამის შესახებ გამოცემა მოლაპარაკებებში მონაწილე სამ წყაროზე დაყრდნობით წერს.
 
FT-ს ცნობით, შეთანხმება, რომელიც უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებმა ორშაბათს პირველად განიხილეს, გულისხმობს, რომ კიევი უარს იტყვის NATO-ში გაწევრიანების ამბიციებზე და პირობას დადებს, რომ არ განათავსებს უცხოურ სამხედრო ბაზებს ან იარაღს და ამის სანაცვლოდ, მიიღებს დაცვის გარანტიებს მოკავშირეებისგან, როგორიცაა აშშ, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი.
 
გამოცემის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი და კიევი შეთანხმებაზე საუბრობს, უკრაინის ოფიციალური პირები კვლავ სკეპტიკურად არიან განწყობილი მშვიდობისადმი რუსეთის ერთგულების მიმართ და ღელავენ, რომ პუტინი ამ შეთანხმებით ძალების გადაჯგუფებისთვისა და შეტევის განახლებისთვის დროს იყიდის.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა