კიევს, ჩერნიგოვს, მარიუპოლსა და ხარკოვს მთლიანად ჩვენ ვაკონტროლებთ - უკრაინის შსს

კიევს, ჩერნიგოვს, მარიუპოლსა და ხარკოვს მთლიანად ჩვენ ვაკონტროლებთ - უკრაინის შსს
27-02-2022, 11:50 - 2022
910

უკრაინელი სამხედროები კიევს, ჩერნიგოვს, მარიუპოლს და ხარკოვს აკონტროლებენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ვადიმ დენისენკომ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„მტერი ცდილობდა უკრაინის ქალაქებში შეჭრას, მაგრამ ქალაქები კიევი, ჩერნიგოვი, მარიუპოლი, ხარკოვი მთლიანად უკრაინის კონტროლის ქვეშაა“, - განაცხადა დენისენკომ.

Ukrinform იუწყება, რომ პარალელურად, რუსმა ოკუპანტებმა რაკეტებით დაარტყეს ვასილკოვის ნავთობის საცავი, სადაც დიდი ხანძარი გაჩნდა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა