ხაბეიშვილი: მდინარაძეს ერთი ადგილი არ ეყო

ხაბეიშვილი: მდინარაძეს ერთი ადგილი არ ეყო

14-04-2025, 23:24 - 2025
463
       

„ერთი ადგილი არ ეყო მდინარაძეს“, - ასე ეხმაურება „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი მამუკა მდინარაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციის აკრძალვის თარიღი გადაწია.
 
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ რეალურად საუბარი არა ოპოზიციური პარტიების გაუქმებაზეა, არამედ მისივე განმარტებით, ივანიშვილის რეჟიმი განსხვავებული პოზიციის აკრძალვას ცდილობს.
 

„ერთი ადგილი არ ეყო მდინარაძეს. ჯერ გამოვიდა და მოყვა, რომ ვაუქმებთო, ახლა გამოვიდა და თქვა, რომ ვერ გავაუქმებთო. პარტიის აკრძალვაზე კი არ არის საუბარი, მათ უნდათ, რომ განსხვავებული პოზიცია აკრძალონ. ერთი ადგილი არ ეყო მდინარაძეს, დაჩმორებული, გაბანძებული დადგა იქ და მოყვა, რომ ვეღარ ვაუქმებთ. რაც შეეხება მეორე ამბავს, მივიღებთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, ეს მათი დღის წესრიგია. ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი უნდა შევქმნათ“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები