ბათუმში ქალს ავტობუსი დაეჯახა, რომელსაც შემდეგ უკან მიმავალი კიდევ ერთი ავტობუსი შეეჯახა

ბათუმში ქალს ავტობუსი დაეჯახა, რომელსაც შემდეგ უკან მიმავალი კიდევ ერთი ავტობუსი შეეჯახა

8-04-2025, 18:49 - 2025
512
       

ბათუმში, ზებრა გადასასვლელზე მიმავალ ქალს მუნიციპალური ავტობუსი დაეჯახა. ამ დროს ავტობუსს უკან მიმავალი კიდევ ერთი მუნიციპალური ავტობუსი შეეჯახა. დაშავებული ქალი რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
 
შემთხვევა პუშკინის და გრიბოედოვის ქუჩების კვეთასთან მოხდა.
 
თვითმხილველებმა ადგილობრივ გამოცემა „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ქალი ზებრაზე გადასვლას ვერ ახერხებდა, რადგან ის მსუბუქ ავტომანქანას ჰქონდა ჩახერგილი, სწორედ ამ დროს შეეჯახა ავტობუსი ზებრასთან ახლოს მყოფ ქვეითს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები