ჩეჩნეთში, ქალაქ აჩხოი-მარტანში, დანით შეიარაღებული ადგილობრივი საგზაო საპატრულო სამსახურის თანამშრომლებს დაესხა თავს და მოკლა, ლიკვიდირებულია თავად თავდამსხმელი კაციც, რომლესაც პოლიციამ საპასუხო ცეცხლი გაუხსნა.
ჩეჩნეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურის ცნობით თავდასხმა 7 აპრილს, დაახლოებით 21:00 საათზე მოხდა. თავდასხმის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.
„თავდასხმის შედეგად პოლიციელებმა ჭრილობები მიიღეს. საპასუხო ცეცხლით ადგილზე მოკლულია თავდამსხმელი“, - წერია საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.
ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი მძიმედ დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოში გარდაიცვალა.