ბათუმის აეროპორტში დღეს, 8 აპრილს, თელავივი-ბათუმის თვითმფრინავი პირველ მცდელობაზე ვერ დაჯდა. თვითმფრინავი ამ წუთებში (12:21 სთ) ზღვის თავზე მანევრირებს.
ბათუმის აეროპორტის ინფორმაციით, თვითმფრინავი აეროპორტში ნისლის გამო ვერ დაჯდა, ამასთან ამ დროისთვის მიღებული არ არის გადაწყვეტილება თვითმფრინავი ბათუმში დაჯდება თუ სხვა აეროპორტში.