ქუთაისში უკრაინის სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს

ქუთაისში უკრაინის სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს

24-02-2022, 19:09 - 2022
645
       

ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე უკრაინის სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს.

ადგილზე შეკრებილი არიან აქტივისტები, ჟურნალისტები, მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები. მათ ადგილზე უკრაინის მხარდამჭერი ბანერები აქვთ მიტანილი.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ტერიტორიაზე შეტევა გამთენიისას, დაახლოებით 05:00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები