თბილისის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა | ქუჩების ჩამონათვალი

თბილისის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა | ქუჩების ჩამონათვალი

20-03-2025, 09:10 - 2025
1 786
       

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, თბილისის ქუჩების ნაწილს დღეს დენი გაეთიშებათ.
 
შეზღუდვა შეეხება შემდეგ მისამართებს:
 
გლდანის რაიონი 
 
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, მუხიანის I მიკრორაიონის და მარატ ნოზაძის ქუჩის მოსახლეობას. 
 
სამგორის რაიონი 
 
გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 III, IIIა, IV მიკრორაიონების, რაფიელ დვალის, სესილია თაყაიშვილის და ვიქტორ კუპრაძის ქუჩების მოსახლეობას. 
 
საბურთალოს რაიონი 
 
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს I, II, III მიკრორაიონების, ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), შალვა ნუცუბიძის და ბესარიონ ჟღენტის ქუჩების მოსახლეობას.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები