ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო „ქართული ოცნების“ წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმაურება, რომელიც ამერიკულ დაფინანსებას შეეხება.
„ბატონი მდინარაძის დღევანდელი განცხადებები სრულიად მცდარია და წარმოაჩენს ცოდნის ნაკლებობას იმის შესახებ, თუ რას აკეთებს შეერთებული შტატების საელჩო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტების მხარდასაჭერად - გახდეს ამერიკა უფრო უსაფრთხო, უფრო ძლიერი და უფრო წარმატებული“, - წერია საელჩს განცხადებაში.