კლინიკის ინფორმაციით, იზოლატორიდან შეყვანილ ოთხ ადამიანს ტვინის შერყევა აქვს

კლინიკის ინფორმაციით, იზოლატორიდან შეყვანილ ოთხ ადამიანს ტვინის შერყევა აქვს

3-02-2025, 15:39 - 2025
671

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ინფორმაციით, 4 დაკავებულს, რომლებიც კლინიკაში იზოლატორიდან შეიყვანეს, თავის ტვინის შერყევა აღენიშნება. 
 
კლინიკის ექიმის ცნობით, ერთ-ერთ დაშავებულს აღენიშნება თვალბუდის დაზიანება, თუმცა ამ ეტაპზე ის ოპერაციას არ საჭიროებს.
 

„გუშინ, საღამოს, დაახლოებით 22:00 საათზე, წინასწარი დაკავების იზოლატორიდან 5 დაშავებული შემოიყვანეს. აქედან 4 პაციენტი ჰოსპიტალიზებულია, ერთმა პაციენტმა საკუთარი სურვილით დატოვა კლინიკა, სხვა კლინიკაში გადავიდა. ძირითადად აღენიშნებოდათ სახის და თავის ტრავმა. თავის ტვინის შერყევით არის მოთავსებული ოთხივე პაციენტი“, - აღნიშნა ექიმმა.

რეკლამა
რეკლამა
მსგავსი სიახლეები
რეკლამა