რუსებმა ლარსის გამშვებ პუნქტთან ზუგდიდში მცხოვრები ირაკლი ხუფენია დააკავეს. ის დაკავების დროს ნათესავთან ერთად იმყოფებოდა.
არსებული ინფორმაციით, ირაკლი ხუფენიას მათ ხელშეწყობას ედავებიან, ვინც უკრაინაში რუსების წინააღმდეგ იბრძვის. მას 15-წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ირაკლი ხუფენია საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა, ის სოციალურ ქსელში არალეგიტიმური მთავრობის საწინააღმდეგო პოსტებით გამოირჩეოდა და 26 ოქტომბრის არჩევნებში მხარს ოპოზიციას უჭერდა. ასევე, აქტიურად არის უკრაინაში მებრძოლ ქართველებთან კონტაქტში.