საინფორმაციო სააგენტო „დეილი ინფოს“ განცხადება

საინფორმაციო სააგენტო „დეილი ინფოს“ განცხადება

8-12-2024, 02:57 - 2024
1 323
       

ქვეყანაში საპროტესტო აქციების მე-10 ღამის მოვლენებმა შეუქცევლად დაადასტურა, რომ საქართველოში მედიის  მუშაობა სახიფათო გახდა, ჟურნალისტები თავიანთ პროფესიულ მოვალეობას, საკუთარი სიცოცხლის ფასად ასრულებენ, ამის ნათელი მაგალითია თავდასხმა ჩვენ კოლეგებზე “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფზე.

თუ საპროტესტო აქციების პირველ დღეებში სპეცდანიშნულების რაზმები ღიად ძალადობდნენ ჩვენზე, ახლა ამ მოქმედებებს აგრძელებენ უცნობი პირები, რომლებიც დუბინკებითა და იარაღით თავს ესხმიან  ჟურნალისტებს.

სიტუაციას განსაკუთრებით ამძიმებს პოლიციის უმოქმედობა. სამართალდამცავი ორგანოები, რომლებიც ძალადობის ფაქტების უშუალო თვითმხილველები არიან, არათუ ჩარევას არ ცდილობენ, არამედ საკუთარი უმოქმედობით ხელს უწყობენ დაუსჯელობის სინდრომის განმტკიცებას. ეს არ არის მხოლოდ ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული ძალადობა – ეს არის სახელმწიფოს მიერ გამოხატვის თავისუფლების განადგურების მიზანმიმართული პოლიტიკა.  

დღევანდელი ღამის შემდეგ სიჩუმე არა მხოლოდ სამარცხვინოა, არამედ დანაშაულიც. ამ ვითარებაში პასუხისმგებლობა ყველა ჩვენგანზეა – თავისუფლების, პროფესიული ღირსების და სამართლიანობის დაცვის საქმეში გაჩერება მიუტევებელი შეცდომაა. დროა, ხმამაღლა და მკაფიოდ გავაკეთოთ არჩევანი – მხარი დავუჭიროთ მედიის დამოუკიდებლობას და დავგმოთ ძალადობის ყოველგვარი გამოვლინება.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები