წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიაში 10 ჰექტარზე ფერმერი შახი ლატარია მოცვისა და თხილის პლანტაციებს გააშენებს. მთავრობის განკარგულებით, ლატარიას მიწა სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადასცეს.
როგორც ფერმერმა bm.ge-სთან თქვა, პირველი 2 წელი მიწის დამუშავებას მოხმარდება, რისთვისაც $20 000-ის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება.
„ჯერჯერობით, მიწის გადმოცემასთან დაკავშირებით სატელეფონო დასტური მაქვს. მიწა წალენჯიხის მუნიციპალიტეტ სოფელ ლიაში 10 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს. საბოლოო დასტურის შემდგომ ბანკთან თანამშრომლობას დავიწყებ; ამასთან სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის შესახებ ინფორმაციას მოვიძიებ”, - განაცხადა წალენჯიხელმა ფერმერმა bm.ge-სთან.