სოფელ კაბალში, ბიზნესმენის სახლის ეზოში ხელყუმბარა შეაგდეს

სოფელ კაბალში, ბიზნესმენის სახლის ეზოში ხელყუმბარა შეაგდეს
23-02-2022, 14:12 - 2022
509

სოფელ კაბალში, ყოფილი რწმუნებულისა და ბიზნესმენის, ჯემალ ნიაზოვის საცხოვრებელი სახლის ეზოში გამთენიისა უცნობმა პირებმა ხელყუმბარა გადააგდეს. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. არსებული ინფორმაციით, დაზიანებულია სახლის კედელი და ფანჯრები. ჯემალ ნიაზოვი ამ წუთებში გამოკითხვაზე იმყოფება.

„05:05 წუთი იქნებოდა, სარდაფში ვიყავი და მითხრეს ჯემალის ოჯახში რაღაც მოხდაო. ჯემალის ოჯახში ეს პირველი შემთხვევაა. მანამ მსგავსი ფაქტი მის ძმასთან მოხდა“, - განაცხადა ადგილობრივმა.

როგორც „დეილიინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით, 229-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა