გორის გვირაბში მოძრაობა აიკრძალება

გორის გვირაბში მოძრაობა აიკრძალება

23-02-2022, 13:39 - 2022
1 315
       

გორის გვირაბში პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 24 თებერვლის 00:00 საათიდან 03:00 საათამდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 03:00 საათიდან 06:00 საათამდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები