„ქართული ოცნების“ კოორდინატორები საარჩევნო უბნებთან მედიის წარმომადგენლებს უპირისპირდებიან

„ქართული ოცნების“ კოორდინატორები საარჩევნო უბნებთან მედიის წარმომადგენლებს უპირისპირდებიან

26-10-2024, 16:39 - 2024
1 311
       

„ქართული ოცნების“ კოორდინატორები საარჩევნო უბნებთან მედიის წარმომადგენლებს უპირისპირდებიან. 


ერთ-ერთი ასეთი ინციდენტი ბათუმში მე-17 საარჩევნო მოხდა.

„ქართული ოცნების“ კოორდინატორის გაღიზიანება „მთავარი არხის“ ჟურნალისტის კითხვას მოჰყვა, თუ რატომ იდგა უბნის მიმდებარედ სამარშრუტო ტაქსი, რომელში მსხდომი ადამიანებიც ადგილზე მისულ პირებს საკუთარ სიებში ამოწმებდნენ. 

კოორდინატორი საარჩევნო უბნიდან გამოვიდა, ე.წ ბეიჯი მოიხსნა და მედიის წარმომადგენლებს სიტყვიერად დაუპირისპირდა.

კოორდინატორმა საკუთარი თავი წარადგინა, როგორც ირაკლი თავართქილაძე, თუმცა გავარკვიეთ, რომ ის იყო გოგიტა გაფრინდაშვილი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები